ბლიც-ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილი საშიში მასხარაა, გვარამია შხამით გაბერილი – ბლიც-ინტერვიუ ქანთარიასთან

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ცვლილებები მმართველ გუნდში, კოჰაბიტაცია, საპრეზიდენტო არჩევნები – ამ და სხვა საკითხხებზე “მეტრონომმა” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალექსანდრე ქანთარიასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

ალექსანდრე ქანთარია: ბოლოს ვაჟა გიგაშვილის მოთხრობები და თემო ბაბლუანის ახალი რომანი;

მეტრონომი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციას თუ ემხრობით და თავად თუ გაგისინჯავთ?

ქანთარია: დეკრიმინალიზაციას ვემხრობი, რომ ადამიანი არ იყოს მოხმარებაზე დაჭერილი, მაგრამ ნარკოტიკების აბსოლუტურად დაშვებას არ ვემხრობი. თავად მე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობაში მარიხუანა გასინჯული მაქვს;

მეტრონომი: აჩვენა თუ არა არჩევნებმა და ოპოზიციისთვის მიცემულმა 800 000 ხმამ, რომ მმართველ გუნდში ცვლილებებია საჭირო და უნდა შეეხოს თუ არა იმ ახალგაზრდებს, რომელთანაც თქვენ დაპირისპირებული იყავით?

ქანთარია: აუცილებელია თანმიმდევრობით ცვლილებები. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ყველაფერი მომავალში გამოჩნდება. ახალგაზრდა, ძველგაზრდა – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინც უკეთესად წარმართავს საქმეს, ის უნდა დაწინაურდეს. პირიქით, ახალგაზრდებს გზა უნდა გაეკაფოთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს;

მეტრონომი:  რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ქართველი ამომრჩეველი ხავსა და კარტოფილზე გაიყიდა?

ქანთარია: მგონი, მოსახლეობისთვის საკმაოდ შეურაცხმყოფელია მსგავსი ეპიტეთები;

მეტრონომი: უნდა დამთვრდეს თუ არა კოჰაბიტაცია?

ქანთარია: კოჰაბიტაცია ადრეც უნდა დამთავრებულიყო. აქ საუბარია დანაშაულებებზე, სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაჩქარდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს და ეს ჯერ კიდევ არაა გამომზეურებული, მასთან თანაარსებობა შეუძლებელი იქნება;

მეტრონომი: რას იტყოდით დაპირისპირებაზე, რომელიც არჩევნების დროს არა პოლიტიკოსებს შორის, არამედ საზოგადოების ცნობილ სახეებსა და ზოგადად, ხალხში იყო და არის კვლავ?

ქანთარია: ესეთი დაპირისპირება ძალიან სამწუხაროა და ამას ნელ-ნელა ბოლო უნდა მოეღოს. ეს სახადი მოსახდელია. ცოტა გაგვიგრძელდა ოღონდ;

მეტრონომი: როგორ შეაფასებდით კახი კალაძის ფრაზას, რომელიც მან თაკო ჩარკვიანის თავდასხმის შეფასებისას განაცხადა – რასაც დასთეს, იმას მოიმკი?

ქანთარია: კალაძემ კონკრეტულად არ თქვა, ზოგადად განაცხადა და ზოგადად, ძალიან სწორი ანდაზაა. თან კალაძემ დასძინა, რომ ის ძალადობის წინააღმდეგია. როდესაც იქიდან მოდის ამდენი ღვარძლი, ამდენი ბოღმა მერე ძნელია-ხოლმე. ისე,  ზოგადად, ყველას ეხება ეს და მათ შორის ჩვენც – რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით;

მეტრონომი: მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას როგორ დაახასიათებდით და რა როლი ითამაშეს მათ არჩევნებში?

ქანთრია: ნიკა გვარამია ყოფილი პროკურორია. ეს არის შხამით გაბერილი გაბოროტებული ადამიანია. სააკაშვილი კი მასხარა გახდა, ოღონდ საშიში მასხარა, რადგან იქიდან რაღაც არაკანონიერ განცხადებებს აკეთებს. ბოლო ხანებში რაღაცა შეცვალა. თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს. “რუსთავი 2-იც”, რომელიც პარტიის დანამატია და მოკლედ, ეს ყველაფერი აზელილია ერთმანეთში. გვარამია კიდევ ამ ყვყელაფერს ხელმძღვანელობს.როდემდე გაგრძელდება ეს, ვნახავთ;

მეტრონომი: როგორ შეაფასებდით ბანერებს სახელწოდებით – არა ნაცებს?

ქანთარია: ეს ვინც გამოაკრა იმათ უნდა კითხოთ. ეს ადამიანები 9 წლის დროს სერიოზულად დაზარალებულები არიან და ბუნებრივია, მათ აქვთ ამის საფუძველი. რაც შეეხება 800 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირა მხარი, 1947 წელს გერმანიაში რომ ჩაეტარებინათ არჩევნები, ფაშისტები საკმაოდ ბევრ ხმას აიღებდნენ;

მეტრონომი: გრიგოლ ვაშაძის რუსეთის აგენტობის თუ გჯერათ?

ქანთარია: კი, ამის გარეშე წარმოუდგენელია. იქაური კგბ-ს მაღალჩინოსნების ინტერვიუებს გადახედეთ, რომლებიც ახლა სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაბნეულები. 1982-დან მუშაობდა ვაშაძე, მანამდე კი სტუდენტი იყო და ეს მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რაც კი რამე ინძრეოდა ყველა დანომრილი აგენტი იყოო. მას დანომრვაც არ ჭირდებოდა, რადგან უკვე თანამშრომელი იყო. სტუდენტობისას კი დარწმუნებული ვარ, ვაშაძეს ისე გზას არავინ გაუკაფავდა. ეს ძალიან ლოგიკურია;

მეტრონომი: ომზე სალომე ზურაბიშვილის ფრაზაზე რას იტყვით, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სწორედ თქვენი მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ იყენებდა?

ქანთარია: ოპოზიციამ შკრიალოვმა და ყველა ამათმა წინასაარჩევნო კამპანია სიძულვილის ენაზე ააგეს. იმას აბრალებდნენ, რასაც თავად აკეთებდნენ და რისი გამკეთებლებიც თვითონ იყვნენ. თუმცა, ეს უკვე გადაშლილი ფურცელია. ზურაბიშვილის ნათქვამიდან აზრი უნდა გამოვიტანოთ. აზრი კი არის ის, რომ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციას და დაიწყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, რაც ადვილად გმაოიყენა რუსეთმა. ახლა თუ ნახეთ BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან, EURONEWS-თან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები, საკმაოდ დალაგებულად, მწვავედ და კარგად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, ინგლისურად და ფრანგულადაც უფრო დიდი რესურსი აქვს.

 

 

 

 

 

სხვა ამბები

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

newsadmin

“ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალებას ვაძლევთ პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე”

newsadmin

მესტია-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..