ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“პუტინს რომ მოვეკალი, რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?!” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. ის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ქვეყნის პოზიციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ამ ბოლო დღეებში გამოვიდა ჩემი სტატია ყველაზე გავლენიან გაზეთში wall street journal-ში. მე მივეცი ინტერვიუ BBC-ის, ვაპირებ რომ ამერიკულ სატელევიზიო არხებს მივცე. რუსულ „Эхо Москвы”-ისაც მიეცი ოპოზიციურ გაზეთს და უკრაინულ მედიაზეც გამოვდივარ. აი ამ ყველაფრის ფონზე რითია დაკავებული საქართველოს მთავრობა. ერთი სტატია არ დაუბეჭდავთ საქართველოს პოზიციების დასაცავად.

მრავალ ათეულ მილიონ დოლარს ხარჯავენ პიარზე. აი, უბრალოდ პუტინს რომ მოვეკალი, რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?! წულუკიანი, რომელიც ჰააგაში ლობირებს საქართველოს სამხედროების გამტყუნებას ძალიან აქტიურად? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს. საქართველოს როგორც უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონნენ. დროზე თუ არ დავასრულეთ ეს, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება.

აი, ეს კონკრეტული მაგალითი, როდესაც რუსეთმა ჩართო მთელი პროპაგანდისტული მანქანა, მედვედევმა  მისცა დიდი ინტერვიუ. პუტინმა რაღაცა თქვა, გამოიყვანეს  ივანოვი, დარაზმეს თავისი ტროლები დასავლეთში და ჩვენგან ვინ პასუხობს?,“-განაცადა სააკაშვილმა.

სხვა ამბები

“რევოლუციაზე ლაპარაკობ, რომელსაც ამსტერდამიდან გიკიჟინებენ”

newsadmin

“ვაშაძე არის მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი”

newsadmin

“ორღობეში ჭორაობდა მელია”

newsadmin

“კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან”

newsadmin

“ეს ნიშნავს, რომ გიკრძალავენ არსებობას”

newsadmin

“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული”

newsadmin

გიორგი ბოტკოველი: თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო

newsadmin

მელია: ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს

newsadmin

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..