aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: ვემზადები საქართველოში ჩამოსასვლელად

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Новое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საქართველოში, მის გადასარჩენად, ჩამოსასვლელად ემზადება.  მისი თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნების ფალსიფიცირებას გეგმავს, თუმცა როგორც სააკაშვილი ამბობს, მას ამის უფლებას არ მისცემს.

„როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინაზეც და განაცხადა, რომ როგორც კი პეტრო პოროშენკო წავა, ის სასამართლო გზით უკრაინის მოქალაქეობას აღადგენს და ქვეყანაში დაბრუნდება.

„ჩემთან მიმართებაში ყველაფერი დაარღვიეს და მივაღწევ იმას, რომ ვინც ჩემთან მიმართებაში ეს დარღვევები ჩაიდინა, კანონით დადგენილი წესით აგონ პასუხი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....