aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას 3 დღეა უშედეგოდ ეძებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას, რომელიც სახლიდან გავიდა და  3 დღეა უკან აღარ დაბრუნებულა, მას  ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ალიევი სახლიდან 20 მარტს, 19:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. სახლიდან გასვლის მერე,  მასთან სატელეფონო კომუნიკაცია შეწყდა და ტელეფონი ამ დრომდე გამორთულია.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყავისფერი ქურთუკი და ლურჯი შარვალი ეცვა. როგორც დაკარგულის დედა აცხადებს, ის ღამის 23:30-მდე ცდილობდა შვილთან დაკავშირებას და ტელეფონს არ პასუხობდა.

შუაღამის შემდეგ კი, დაკარგული გიორგი ალიევის ტელეფონი საერთოდ გაითიშა. დაკარგულის დედა იხსენებს რომ სახლიდან გასვლამდე მის შვილს ტელეფონზე დაურეკეს.

ოჯახმა შს სამინისტროს წარმომადგენლებს დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს. როგორც უწყებაში „მეტრონომს“ განუცხადეს, გიორგი ალიევის მოსაძებნად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....