aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ აღმოჩნდა იარაღი მამა გიორგისთან, ნათელი სურათი წარმოიქმნება“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ მოახერხეს, რომ იარაღი მამა გიორგისთან აღმოჩნდა, მერე უკვე ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება” – ამის შესახებ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იარაღი, რომელიც ბრალდებულის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნოდა.

“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგის ბრალი წარდგენილი აქვს სხვადასხვა მუხლით. არ უნდა დაგვავიწყდეს იარაღი. როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ მოახერხეს, რომ იარაღი მამა გიორგისთან აღმოჩნდა, მერე უკვე ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება – თუ როგორ აღმოჩნდა, ამას მამა გიორგი გამოძიებამდე მოახსენებს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებს. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, მის სახლში აღმოაჩინეს იარაღი. იარაღი მისი არ იყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, მამა გიორგის ინტერესების დამცველის თქმით, მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და ჩვენებას მისცემს.

„ჩვენ შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. უკვე სრულყოფილად დაიწყება მისი დაკითხვა. წაყენებულ ბრალდებას, რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშულოდ ცნობს თავს. თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე რომ აქ აღარ არსებობს დანაშული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებს, აქედან გამომდინარე, საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება. თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ საათზე მოხდება გიორგი მამალაძის დაკითხვა. მასთან დღეს პირველის ნახევარზე ადვოკატი გეგმავდა შეხვედრას, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტა ხანში მას გაიყვანენ ჩაფიძის გულის კლინიკიდან, საიდანაც გადაიყვანენ საპატრიარქოში, სადაც ილია მეორეს შეხვდება.

იტვირთბა....