ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

როგორ ვმართოთ ბიზნესში არსებული რისკები: აუდიტორული კომპანია „არბიტრანსი“ გვირჩევს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

თანამედროვე მზარდი ორგანიზაციის სტაბი­ლურობა და გრძელვადიანი წარმატება წარმოუდგენელია თუ მისი მმართველობის სისტემაში სათანადო ადგილი არ უჭირავს რისკის მართვას, თუ­ნდაც არაფორმალიზებული სახით. ეს ფაქტი უკვე დიდიხანია აისახა მრავალი ქვეყნის კორპორაციულ სამართალში -კორპორაციული მმართველობის კო­დექსში, კონკრეტული საქმიანობის სფეროს (მა­გალითად, საბანკოსაქმიანობა, საჯაროსექტორი) საერთაშორისო და ეროვნულ მარეგლამენტირებელ დოკუმენტებში.

რისკის მართვის, როგორც ორგა­ნიზაციის ყველაზე სტრატეგიული ინსტრუმენტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა ბოლოპერიოდში, კორპორაციული სკანდალების ფონზე, რომლებიც გასულისაუკუნის ბოლოს დაიწყო და დრამატიზმით წარმოაჩინა, თუ რაშედეგი შეიძლება მოჰყვეს რისკების არაადეკვატურ მართვას და როგორ შეიძლება კომპანია დაზიანდეს. ამ საკითხზე სასაუბროდ „მეტრონომი“აუდიტორულ კომპანია „არბიტრანს“, კერძოდ კი მის დირექტორს, გოჩაჭოლოკავას დაუკავშირდა. კომპანია 2015 წლის 1 მარტიდან ოპერირებს აუდიტის ბაზარზე და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

„მეტრონომი“: რა სახის პრობლემების წინაშე შეიძლება კომპანია აღმოჩნდეს თუ მას რისკები სწორად არ აქვს შეფასებული? 

გოჩა ჭოლოკავა: კომპანიას, გარდა აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული რისკებისა, სხვა უამრავი წინაღობები აქვს. ზოგადად, კომპანიისთვის წარმატებულობის მთავარი განმსაზღვრელი პირობა რისკების მინიმალიზაციაა.  მოკლედ მიმოვიხილოთ ზოგიერთი ზემოდ ხსენებული რისკებიდან:

ნემისმიერი კომპანიის განვითარებისთვის უპირველესია გაყიდვების( რეალიზაციის) ზრდა. გაყიდვების რისკი ნიშნავს იმას რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გაყიდვების სტაბილურობა და მისი მუდმივი ზრდა. რა ამისათვის მთავარი? რასაკვირველია  პროდუქციის ხარისხი .

თუ კომპანიას ხარისხიანი პროდუქცია აქვს იგი მას ადვილად გაყიდის. პროდუქციის მაღალი ხარისხი ამცირებს გაყიდვების რისკს. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია მომწოდებელთან ურთიერთობა, რადგანაც მასზეა  დამოკიდებული რამდენად დროულად მიიღებს კომპანია მისთვის საჭირო ნედლეულულს ან გასაყიდ პროდუქციას.

ასევე მნიშვნელოვანი ხარისხიანია  თუ არა ნედლეული და არის თუ არა მომწოდებელი იმდენად ძლიერი, რომ კომპანიას შეკვეთილი პროდუქტი თუ ნედლეული დროულად მიაწოდოს. ცხადია თუ კომპანია საქონელს თავისდროზე იმიტომ ვერ გაყიდის,  რომ მას დანიშნულ ვადაში არ მიაწოდეს ნედლეული ან გადასაყიდი პროდუქცია,ესე უკვე ირიბი ზარალია. როგორც ვხედავთ გაყიდვების რისკი დაკავშირებული მომწოდებელთან ურთიერთობაზეც.

შემდეგი გამოწვევა მენეჯმენტის რისკია. თუ კომპანიას კარგი და კომპეტენტური თანამშრომლები არა ჰყავს, რომლებიც დაგეგმილ სტრატეგიას სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებებით განახორციელებენ, მაშინ კომპანიის ზრდა შეფერხდება. თანამშრომლების რისკი შემცირებული, რომ იყოს, აუცილებელია მათი მუდმივი ტრეინინი.

კომპანიისთვის ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას ფინანსური რისკი წარმოადგენს. ფინანსურ რისკშიშედის გადახდიუნარიანობის რისკი. მაგალითად, ძალიან დიდი რისკია, როცა კომპანია საქონელს აიღებს და ის თანხის გადახდას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი შეიძლება მარკეტინგული აქტივობების არასწორი გათვლა იყოს.

ფინანსურ რისკს მიეკუთვნება, ასევე კომპანიის მხრიდან ჭარბი ფინანსური სახსრების მოზიდვა ანუ  ისეთი სესხის აღება, რომელსაც სრული მოცულობით ვერ ითვისებს და ცხადია სესხის მომსახურებაში პრობლემები ექმნება, რაგდგან გადაჭარბებით ვალის აღება ხარჯების დამატებით ზრდას იწვევს.

-როგორ უნდა მოხდეს ამ რისკების განსაზღვრა და რა უნდა გააკეთოს კომპანიამ, რომ ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეძლოს?

-ასეთი პრობლემების გადაჭრა ხდება სწორი და სრულყოდილი მმართველობითი აღრიცხვის დანერგვით, რომელიც ფინანსური აღრიცხვის მეორე  ნაწილია. მმართველობითი აღრიცხვა ყველა ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი რისკების ციფრებში გადმოყვანას გულისხმობს. საუბარია იმაზე რომ ხდება გაანგარიშება, თანხობრივად სესხი რამდენი უნდა ავიღოთ, ან  მარაგების შევსება რა დონეზე უნდა მოხდეს, რომ ფინანსური რესურსების გადახარჯვა არ მოხდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში დაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია, და მის შესაბამისად უნდა მოხდეს კონკრეტული მოქმედებების განხორციელება ანუ ტაქტიკური მოქმედებები. რასაკვირველია, ყველაფერი ამას  ფინანსური რესურსების მოხმარების სწორად დაგეგმვა სჭირდება და ეს ფინანსური მმართველობის აღრიცხვის ელემენტია.

ვიმიეროებ, ზემოთ თქმული ღონისძიებების განხორციელება შეამცირებს კომპანიის ფინანსურ რისკებს.

-კომპანიამ ეს ყველაფერი ვერ გათვალა, რაც თქვენ ზემოდ ჩამოთვალეთ, როგორ  და რითი უნდა დაეხმარონ მათ აუდიტორიული კომპანიები?

– აუდიტორების მიერ ხდება კომპანიის ე.წ. მიმოხილვა, რაც სწორედ ასეთი პრობლემების წარმოჩენას ემსახურება. არსებობს ე.წ. ფინანსური და ბიზნესისი აღმწერი სხვა ტიპის  კოეფიციენტები. სწორედ მათი დახმარებით შეძიძლება დასკვნების გამოტანა. მაგალითად ვადგენთ  ლიკვიდურობის კოეფიციენტებს. რაც ნიშნავს იმას რომ განვსაზღვროთრამდენად ლიკვიდურია კომპანია და ვალდებულებების დაფარვის ან ზრდის რა შესაძლებლობები( რესურსები) გააჩნია.

ამ დროს, საჭიროა გადაფასებების გაკეთება. მაგალითად თავიდან ხდება მარაგების გადაფასება. თუ საქმე გვაქვს დაძველებულ მარაგთან, მაშინ მისი ღირებულების შემცირებას ვახდენთ. ეს ახალ ტექნოლოგიებში მომუშავე და საკვები პროდუქციის საცალო მოვაჭრე კომპანიებს უფრო ეხებათ. მაგალითად, ტელეფონი, რომელიც წელს ათასი ლარი ღირს, მეორე წელს შეიძლება ორასი ლარი ღირდეს. ამიტომ თუ ასეთი საქონელი ასე ვთქვათ მარაგშია  ჩარჩენილი, მაშინ მისი გადაფასება აუცილებლად უნდა მოხდეს, რომ კომპანიის რეალური შესაძლებლობები შეფასდეს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ხდება კომპანიის აქტივების შემცირება, რომლის გარეშეც შეიქმნებოდა ილუზია კომპანიის კარგ გადახდისუნარიანიობაზე, რაც რასაკვირველია ზრდის დავალიანების გადახდის რისკებს. ასევე, უნდა განისაზღვროს, თუ როგორ ამოიღებს ის დებიტორულ დავალიანებას. იგულისხმება პარტნიორი კომპანიებზე თანხის გადახდის გადავადების პირობით რეალიზებული საქონელი.

ესეც რთული საკითხია, რადგანაც ზოგი დებიტორი შეიძლება გაკოტრდა და თანხას ვეღარ აბრუნებს. ამას ყველაფერს აუდიტორი იკვლევს და კომპანიის მენეჯმენტს ატყობინებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აღმასრულებელ ხელისუფლებას შეიძლება ამ რისკების აღმოჩენა არც აწყობდეს, რადგან ნებისმიერ აქტივის ხარჯად აღიარება ამცირებს კომპანიის მოგებას, ანუ აუარესებს აღმასრულებელი ხელმძღვანელების მუშაობის შედგს. რეალობა სინამდვილეში კი შეიძლება სულ სხვაა. აუდიტი ყოველთვის იმას ემსახურება, რომ მფლობელებს, ან დაინტერესებულ მხარეებს სიმართლე უთხრას.

-არსებობს ასეთი შემთხვევები, როცა შესწავლის შემდეგ, კომპანიისთვის არსებული პრობლემების მოგვარებაზე უარი გითქვამთ, რადგანაც ეს შეუძლებელი ყოფილა?

-საერთოდ აუდიტორმა აუდიტორიული დასკვნა უნდა გასცეს. დასკვნა არსებობს ორი ტიპის უპირობა და პირობითი ანუ მოდიფიცირებული. პირობითი ანუ მოდიფიცირებული დასკვნა ნიშნავს რომ გარდა გარკვეული პირობისა(იგულისხმება ანგარიშგებებიდან რომელიმე მუხლი)   კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები არ შეიცავს არსებით უზუსტობას. ზოგჯერ შეიძლება, საერთოდ აუდიტორული გარიგებიდან გამოხვიდე.

ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც აუდიტორი ვერ მოიპოვებს საკმარის მტკიცებულებებს ფინანსური ანგარიშგებების სისწორის  დასადასტურებლად უფრო მეტიც არსებობს, ასევე შემთხვევები, რომ საერთოდ ბუღალტერია არ არსებობს და რისი აუდიტი უნდა გაკეთდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაგალითად საერთოდ,ჩანაწერებიც კი არ არის რას და როგორ ყიდიან. მართალია ეს იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ ასეთი ფაქტებიც ხდება.

სხვა ამბები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

newsadmin

მელია – ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ვარსიმაშვილი დანით ყავს დაჭრილი

newsadmin

მელია – 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმა არ მაქვს მიცემული

newsadmin

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

newsadmin

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

newsadmin

“ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

newsadmin

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

newsadmin

ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს- ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

newsadmin

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..