aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 –24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 – 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 26 აპრილს +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 23 – 25 აპრილს +18, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 23 – 24 აპრილს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

იტვირთბა....