aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოკუპანტების მიერ გატაცებული როგავების ახლობლები აქციებით იმუქრებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

გალში სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მამა-შვილის, არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრებსა და მოლაპარაკებებში ჩართული ქართული მხარის ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

მამა-შვილის ახლობლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კახაბერ ქემოკლიძესა და ქართული მხარის სხვა წარმომადგენლებს „დაკონსერვებული რუსული პოლიტიკისთვის საჭირო მექანიზმი“ და „აფერისტების ჯგუფი“ უწოდეს.

რუსეთის მხარე მამის, არჩილ როგავას, გათავისუფლების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდას ითხოვს, ხოლო შვილის, პაატა როგავას, გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. მას სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მამა-შვილს ბრალი ოკუპაციის ხაზის უკანონო კვეთისა და ე.წ. მოსაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ედებათ.

როგავების ოჯახი სოციალურად დაუცველია და ჯარიმის გადახდის საშუალება არა აქვს. ახლობლები სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგით უკმაყოფილოები არიან და ხვალიდან აქციების გამართვას აანონსებენ. როგავების ოჯახმა ენგურის ხიდთან უკვე რამდენიმე აქცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი აპრილის დასაწყისში მდინარე ენგურთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

იტვირთბა....