aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვაშაძე მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომისკენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყებისკენ” – ასეთი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ.როგორც მან აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, გუნდში ყველა გაერთიანდება.
“ნაციონალურ მოძრაობას რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....