aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ გაჩნდა ყოფილ კიროვის ქარხანაში ხანძარი: მუშა “მეტრონომთან” დეტალებს ყვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რკინის საამქროს მუშა გიორგი დავითაძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ კიროვის ყოფილ ქარხანაში, როდესაც ხანძარი გაჩნდა ის შიგნით იმყოფებოდა. მუშის განცხადებით, ხანძარი სვარკისგან გაჩნდა. მისი თქმით, სვარკის ნაპერწკალი ლეიბებს და მატრასებს მოეკიდა. ჩაქრობას ცდილობდნენ თუმცა ცეცხლი აალდა და მთელ საწყობს მოედო.

„გვერდით საცავში რკინის საამქროა, სადაც ჩვენ ვმუშაობდით. სვარკის ნაპერწკალი ბუბკას წაეკიდა და აალდა. მისი ჩაქრობა ვეღარ შევძელით. მაშველებმა მისი ჩაქრობა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს, მთელი საამქრო განადგურდა. საქონელიც ახალი ჩამოტანილი იყო და საკმაოდ დიდი ზარალია“,-განაცხადა გიორგი დავითაძემ „მეტრონომთან“

შეგახსენებთ, რომ ყოფილი კიროვის ქარხანას რამდენიმე საათის  წინ ცეცხლი გაუჩნდა. თუმცა სამაშველო სამსახურმა მისი დროულად ლოკალიზება მოახდინა. ხანძრის შედეგად რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, იგივე ქარხანა 2015 წლის 27 აგვისტოს დაიწვა.

 

იტვირთბა....