aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

რამდენიმე ქართული ფილმი ბერლინალეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად რამდენიმე ქართული ფილმი მოხვდა. ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

ამ ეტაპზე ცნობილია 3 ქართული ფილმი, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში აჩვენებენ.

ეროვნულ კინოცენტრში ამბობენ,  რომ სექციაში – ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის – „ჩემი ბედნიერი ოჯახის” ევროპული პრემიერის ჩვენება იქნება. მანამდე კი ეს ფილმი სანდენსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ბერლინალეს სექციაში კიდევ ერთი ქართული დოკუმენტური ფილმი – რატი ონელის „მზის ქალაქია”,  წარდგენილი, ასევე ნაჩვენები იქნება ნათია ნოკოლაშვილის ანიმაციურ ფილმის „ლილე”-ს ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს მეთორმეტედ წარადგენს. საქართველო წელს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსშია, რომელსაც ყოველწლიურად 600-ამდე წამყვანი რეჟისორი და პროდიუსერი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, სადაც აქტიურად მოხდება ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა მოხდება.

იტვირთბა....