aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Google რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ: “ინფორმაცია, რომელიც აგრესიას თესავს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანიამ Google-მა კამპანია წამოიწყო, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო საშუალებების მოცულობა უნდა შემცირდეს რუსული პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად. კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ რუსეთიდან მოდის საინფორმაციო ნაკადი, რომელიც აღვივებს და თესავს აგრესიას. ეს კი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოში სიტყვის თავისუფლებაზე.

ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის დუმაში. დეპუტატმა ანდრეი სვინცოვმა განაცხადა, რომ ეს არის საინფორმაციო ომის ღია ფორმა და პირდაპირი აგრესია” – განაცხადა სვინცოვმა. მან პირდაპირ შეუტია Google-ს და განაცხადა, რომ თუ კომპანია მსგავს ქმედებებს მიმართავს, რუსეთში, დღის წესრიგში Google-ის დერანგირების საკითხი უნდა დადგეს.

Google-ის აღმასრულებელმა მდივანმა ერიკ შმიდტმა განაცხადა, რომ პროექტირდება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც უნდა შეწყდეს, ან შემცირდეს ფართო აუდიტორიისთვის RT და Sputnik-ის საინფორმაციო ნაკადის მიწოდება. ეს ინიციატივა გააკრიტიკა RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა და განაცხადა, რომ ეს არის ცენზურა.

იტვირთბა....