aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომლის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, სასამართლო ამ წუთებში, პროკურატურის ოქროს მოწმის, ირაკლი მამალაძის ჩვენებას ისმენს.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ   მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა.

“როდესაც  ბრალდებული ინტერესდებოდა მსხვერპლის ორგანიზმში ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუა რა საწამლავს, ვერცერთმა ვერ ახსნა ეს გარემოებები და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს ადვოკატებმა, რომ თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. დაკითხულმა მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდა ადამიანის მკვლელობისთვის და ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა და არ მისცემოდა მას საშუალება, სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები“ – განაცხადა  წიკლაურმა.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. დღეს, დაცვის მხარე წარადგენს შესავალ სიტყვას. როგორც პროცესის დაწყების წინ ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა განაცხადა, დღეს მათი მხრიდან იქნება სამართლებრივი მიმოხილვა და ასევე ისინი მიმართავენ მოსამართლეს, ობიექტურად და სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილება. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

 

იტვირთბა....