aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა ადასტურებს, რომ მამალაძის ხელწერის ნიმუშების ამოღების მიზნით, ყველა იმ დაწესებულებას მიმართა, სადაც დეკანოზი მუშაობდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი პროკურატურა დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლაში პროკურატურის წარმომადგენლის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაციის მოთხოვნას ადასტურებს.

„მოცემულ საქმეზე სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან ერთად, დაგეგმილია გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარება. დასკვნის გასაცემად, ექსპერტიზის ბიუროს ბრალდებულის ხელწერის ნიმუშები უნდა წარედგინოს. ამ მიზნით, პროკურატურამ ყველა იმ დაწესებულებას მიმართა, სადაც ბრალდებული მამალაძე მუშაობდა, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას, სადაც შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა დაედასტურებინათ ასეთი დოკუმენტების დაწესებულებაში არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც პროკურატურა სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს და განჩინების მიღების შემდგომ, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშის სახით ამოღებას მოახდენს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ,  რომ დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილის მარიამ ტარიელაძის განცხადებით, პირმა, რომელმაც მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თავი აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნული სკოლის დირექტორად სამი წლის წინ დაინიშნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

იტვირთბა....