aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არასამთავრობოები პროკურატურას მოუწოდებენ…

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობოები თბილისის მერიას და საკრებულოს, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთებისკენ მოუწოდებენ. ისინი ასევე მიმართავს პროკურატურასაც, რომ უწყებამ უზრუნველყოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება და გაასაჯაროოს მტკიცებულებები.
“სიუჟეტი, რომელიც გავიდა “რუსთავი 2”-ზე და რომელზეც გაჟღერდა შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე ინფორმაცია, ფაქტია, რომ შეიცავდა დანაშაულის შესახებ მითითებას, რაც ავტომატურად, ჩვენი კანონმდებლობით არის საფუძველი, რომ დაიწყოს შესაბამისმა უწყებებმა სამართლებრივი რეაგირება ანუ გამოძიება. მითუმეტეს,როდესაც ეს უკავშირდება კონკრეტულ მოსამართლეს და კონკრეტულ საქმეს განხილვის დაწყების დღიდან, თან სდევდა პოლიტიკური ელფერი. ასეთ დროს პირველ რიგში, ალბათ, სახელმწიფო უწყებებს უნდა აინტერესებდეთ, რომ ამ საქმეს ეს პოლიტიკური ელფერი მოაშორონ,“ – განაცხადა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა გურამ იმნაძემ.

იტვირთბა....