ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ლარის გაუფასურებას პროვოცირებას ეროვნული ბანკი უწევს”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც კურსის ცვალებადობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. როგორც ბასილია განმარტავს, ბიუჯეტის კანონით გაწერილი თანხები ათვისებული არ არის, ლარის კურსის ამ ვარდნას ნაკლები შეხება აქვს, როგორც ქვეყნის ფისკალურ (საბიუჯეტო) პოლიტიკასთან, ისე არჩევნებთან.

მისი განცხადებით, ბიუჯეტის ათვისებას  უნდა გამოეწვია ლარის კურსის ვარდნა. „ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული „ბიუჯეტის ხაზით არა თუ ზედმეტი, არამედ, კანონით გათვალისწინებული ხარჯიც კი არ არის გაწეული,“-აცხადებს ბასილია.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროზე მოდის, კითხვაზე – რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ფულის „ხარჯვას“ და ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპის დაჩქარებას, ბასილია აღნიშნავს, რომ ეს სხვა პრობლემაა და ყველა შემთხვევაში აჩენს კითხვას, თუ რამდენად არის ქვეყანა და მისი ინსტიტუტები მზად ამ ოდენობის სახსრები აითვისონ?

ლარის კურსის გაუფასურების მეორე მნიშვნელოვან მიზეზად ბასილია ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ასახელებს. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

„სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს: პრაქტიკულად არ კონტაქტობენ მედიასთან და საზოგადოებასთან; ხოლო, როდესაც კონტაქტობენ, სრულიად არაკომპეტენტურ და უპასუხისმგებლო განმარტებებს იძლევიან. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი … დაწყებითი ეკონომიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ ინფლაციის, ვალუტის კურისის ცვალებადობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა. გამოდიან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები და ცდილობენ ამის საწინააღმდეგოში დაგვარწმუნონ. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი: შეიძლება ვივარაოდოთ, რომ ამით საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ცდილობენ, რადგან დაფარონ კორუფციული გარიგებები რაც ხდება ე.წ. რეფინანსირების სესხებთან მიმართებაში.

საქმე ეხება ასობით მილიონი ლარის გაცემას ეროვნული ბანკიდან ძირითადად ორ ბანკზე, რაც უკვე წლებია გრძელდება. ეს არის ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს ლარის კურსის ასეთ მერყეობას“-განმარტავს ბასილია.

„კომერსანტის“ კითხვაზე – ასეთ პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან სწორია თუ არა რეზერვების შევსებისთის მიმოქცევიდან დოლარის ამოღება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ქმნის ბაზარზე დოლარის დეფიციტს,

ბასილია განმარტავს: იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან იღებდეს ლარს, პირიქით, უცხოური ვალუტის ყიდვით კიდევ უფრო მეტ ლარს უშვებს მიმოქცევაში. ანუ, თავად ეროვნული ბანკი უწევს პროვოცირებას ლარის გაუფასურებას.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..