aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ მთლიანად პასუხობს  ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუცია, რომელსაც დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს მთლიანად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი დათანხმდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევა.

“თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა, იყო მართლაც სანატრელი. ძალიან მნიშვნელოვანი ბარიეის 5%-დან 3%-ზე დაწევა 2020 წლისთვის და ასევე, ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ კიდევ ერთი მოწვევით ბლოკების დაშვება; სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე;

საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშნელოვნად გაზრდა, მათ შორის საპარალამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელემწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებეში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური აღჩევანის ადფიქსირება; საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.

ასე რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ მთლიანად პასუხობს  ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და ჩვენ მივიღებთ ამ დოკუმენტს, რომელიც ნამდვილად გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, კონსტიტუციის პროექტი საერთო სახალხო განხილვებითა და ჩართულობით შემუშავდა. დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უარის მიუხედავად, მაინც ჩატარდება.

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 26 სექტემბრის 14:00 საათის შემდეგ უკვე შეუძლიათ, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცონ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დეპუტატებს 14:01 საათზე შეუძლიათ სხდომა დაიწყონ.

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.

იტვირთბა....