aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და აქედან გამომდინარე იყენებს ვეტოებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსზე, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ვეტოს დაძლევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის არგუმენტები დეტალურ განხილვას საჭიროებს.

თუმცა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვეტოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით იყენებს.

„აუცილებელია წავიკითხოთ, გავითავისოთ ზუსტად რა წერია იმ არგუმენტებში, თუ მისაღებია რა თქმა უნდა, მივიღოთ. მაგრამ, მე ვფიქრობ, ასეთი გახშირებული ვეტოები ზოგადად არ არის მიზანშეწონილი და ეს უფრო მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და აქედან გამომდინარე იყენებს ვეტოებს,“ – განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ორ კანონთან მიმართებაში ვეტოს უფლება გამოიყენა. პრეზიდენტმა ვეტო დაადო თვითმართველობის კანონს. პრეზიდენტის თქმით, 7 ქალაქისთვის თვითმართველის სტატუსის მინიჭება პოზიტიურად შეფასდა და ახლა როცა ამ ქალაქებს თვითმართველი ქალაქების სტატუსი ერთმევა ეს არის უაღრესად უარყოფითი პროცესი. გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა ცესკოს საარჩევნო კანონთან დაკავშირებითაც.

იტვირთბა....