aviabiletebi
საზოგადოება

“პრეზიდენტმა შეიწყალა ახლობელი მკვლელები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-თან გამართულ  აქციას, „არა ჩადებას”, სადაც პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც მონაწილეობდა,  სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი Facebook- მომხმარებლის პოსტს “ქართული ოცნების” წევრი და იურისტი  გიორგი ყუფარაძე აქვეყნებს:

„ამას წავაწყდი ერთ-ერთ fb- გვერდზე.

 

დევნიან კი არა, ამის სანათესაო უფრო დევნის მოსახლეობას.

 

„1. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა 23 წლის ზურა ტარყაშვილი. საქმე არ გამოიძიეს ბოლომდე.

 

2. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა დაჭრა ბაჩო სირაძე. საქმე არ გამოუძიებიათ.

 

3. პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა ბრალდებული იყო მკვლელობისთვის. ორმა ინსტანციამ მიუსაჯა, თუმცა, ბოლოს, საქმე გაწიწელა.

 

4. პრეზიდენტის სიძის მეგობარმა ახლახანს ესროლა პოლიციელს შატბერაშვილზე. საქმე არ გამოუძიებიათ. ვინაობაც არ გაამხილეს.

 

5. პრეზიდენტის ცოლის ძმამ და მისმა მეგობარმა ლესელიძეზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაიჭირეს, მიუსაჯეს, მაგრამ მარგველაშვილმა შეიწყალა.

 

6. პრეზიდენტის ცოლის ძმა დღეს ნარკოტიკზე და იარაღზეა დაჭერილი (მეოთხე ნასამართლობა).

 

7. პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური წინა წელს ნარკოტიკების პერედოზიროვკით მიიყვანეს საავადმყოფოში.

 

8. პრეზიდენტმა შეიწყალა ახლობელი მკვლელები, რომელთა ნაწილმა შეწყალების შემდეგ ისევ მოკლა ადამიანი (ოქრიკა).

 

9. პრეზიდენტი აპირებს შეიწყალოს კიდევ ერთი მკვლელი, ოჯახის წევრების ხათრით.

 

10. ცოტა ხნის წინ დაიჭირეს პრეზიდენტის სიძე გოგოჭური და მისი 18 აბი სუბოტექსისთვის დაკავებული მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი. საქმე ისევ არ გამოუძიებით.

 

ჰოდა რა მინდოდა მეთქვა: პრეზიდენტის ოჯახს დევნიან და ავიწროვებენ ვითომ?!.”-წერს ყუფარაძე.

პ.ს. რედაქცია ემიჯნება ავტორის ტექსტის მტკიცებით ფორმას, რადგან იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას. ტექსტში ნახსენები პირების მიმართ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ არსებობს, შესაბამისად, “მეტრონომის”  რედაქცია ჩამოთვლილ პირებს ეჭვმიტანილებად მიიჩნევს.

 

იტვირთბა....