aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე ხელს არ აწერს:

“საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ პირველ რიგში, კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის. ამავე დროს პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანნსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა.
პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს.

იტვირთბა....