ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაადეკვატურად ჟღერს რუსულ ოჯახებზე პრეზიდენტის საუბარი, უფრო მიდებ-მოდებას ვამსგავსებ”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ლიდერი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების პოლიტიკურად მოგვარებაზე არ ფიქრობდეს.

“მსოფლიოს ლიდერი არ არსებობს, რომელიც არ ფიქრობდეს იმას, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთთან პოლიტიკურად მოაგვარებს დამოკიდებულებას. თუმცა, ეს მომენტი იმდენად შორს არის, რომ არაადეკვატურად ჟღერს ჩვენი პრეზიდენტის საუბარი რუსულ ოჯახებზე და მე უფრო მიდებ-მოდებას ვამსგავსებ ასეთი სახის განცხადებას, რომ როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენ კეთილმეზობლობას გამოვაცხადებთ რუსეთთან.

ასეთი დაშვებები და პროგნოზები საფუძველს არის მოკლებულია. მაგრამ თუკი პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაანახოს მისი დამოკიდებულება და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, ეს მე ვფიქრობ მისი წინასაარჩევნო ამბიციების ნაწილია. არასერიოზული საუბარია. მე ვფიქრობ, კარგად არის დასაფიქრებელი რუსეთთან მიმართებაში განცხადებების გაკეთება. მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი იმაზე დიდი ვერ იქნება, ვიდრე ჯერჯერობით გაგვაჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ

შეგახსენებთ, დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის. პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოვიდა.

მოულოდნელი განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით,  საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.

სხვა ამბები

თეა წულუკიანის ბრიფინგი (live)

newsadmin

სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას შეხვდა

newsadmin

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newsadmin

17 იანვრის ლარის კურსი ცნობილია

newsadmin

“ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი” – ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოზე

newsadmin

“ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ბინძური კამპანიის უკან”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..