aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულობა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატულებაა.
კობახიძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტისგან მსგავს ქმედებებს უკვე მიეჩვია.

“ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნისთვის მიმართა, რომელზეც პრეზიდენტმა უარი განაცახადა.

იტვირთბა....