aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ხალხი თავად დაინახავს, როგორ პოპულისტთან აქვთ საქმე”: TELEGRAPH სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოპულარულ ბრიტანულ გამოცემა “ტელეგრაფში” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. გამოცემა აღწერს სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ ის უკრაინაში ნომერ პირველ პოლიტიკოსად იქცა.

გამოცემას მოაქვს თავადა სააკაშვილის სიტყვები და მოკლედ აღწერს მის გეგმებს.

“უკრაინაში არსებულ კორუფციას მომავალში ისევ გამოიყენებს სათავისოდ მტერი და ტერიტორიების მითვისება გააგრძელებს. ამისათვის საჭიროა ოციფრიანი ეკონომიკური ზრდა, რაც იქნება გარანტოა ქვეყნის სტაბილურობის” – ციტირებს “ტელეგრაფი” სააკაშვილის სიტყვებს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ მას არ სჭირდება უკრაინის პრეზიდენტობა, ან პრემიერობა. მისი მიზანი არის მხოლოდ ერთი – ოპოზიციის გაერთიანება.

“მე არ მჭირდება პრეზიდენტობა, ან პრემიერ-მინისტრობა, ამისთვის არ ვიბრძვი, მე მინდა ოპოზიციის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უკრაინაში დაიწყოს ნორმალური ცხოვრება და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება” – ამბობს სააკაშვილი.

“ტელეგრაფი” ასევე ციტირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის სიტყვებს, რომელიც ოდესის ყოფილ გუბერნატორს პოპულისტს უწოდებს.

“მე რას გავაკეთებ? არაფერს გავაკეთებ… ხალხი თავად დაინახავს, თუ ვისთან, როგორ პოპულისტთან აქვთ საქმე, სააკაშვილის სახით” – წერს გროისმანის სიტყვებს გამოცემა “ტელეგრაფი”.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. თუმცა, მან თავის მომხრეებთან ერთად, საპასპორტო შემოწმების გარეშე საზღვარი გაარღვია და ქვეყანაში შევიდა, რის გამოც მის მიმართ უკრაინაში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

იტვირთბა....