ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის ქალაქებში ზაკოპანესა და კრაკოვში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“-ს ორგანიზებით, ზაკოპანეში ქართული ღვინის დეგუსტაცია სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების თასის გათამაშების ფარგლებში მოეწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები.

„Malinova“-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე კრაკოვში, ქართული ღვინო ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში დააგემოვნეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 200-მდე სტუმარი. დეგუსტაციაზე მუზეუმის წესების თანახმად, წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიების მხოლოდ თეთრი ღვინოები.

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera”-ს მიერ მოეწყო ამ დღეებში კრაკოვში, სადაც ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოც. სემინარს უძღვებოდა „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი და მას ადგილობრივი იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 676 440 ღვინო, რაც  15  %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით ექსპორტირებული  177 01 8ბოთლი ღვინო, რაც 13 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩევნებს.

სხვა ამბები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

newsadmin

მელია – ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ვარსიმაშვილი დანით ყავს დაჭრილი

newsadmin

მელია – 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმა არ მაქვს მიცემული

newsadmin

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

newsadmin

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

newsadmin

“ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

newsadmin

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

newsadmin

ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს- ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

newsadmin

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..