ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ლიტვამ ბერლინი პუტინთან “პოლიტიკური ფლირტის” გამო გააკრიტიკა და სანქციების გამკაცრება მოითხოვა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“ის დიპლომატია და უნდა მოიქცეს შესაბამისად, მან თავისი მოსაზრებები უნდა გამოთქვას დიპლომატიის ფარგლებში… მას ნერვებმა უმტყუნა, აფეთქდა და ხელების ფათური დაიწყო გერმანიის შიდა საქმეებში” – აი ასე შეაფასა გერმანულმა გამოცემა BILD-მა, გერმანიაში ლიტვის ელჩის, დარიუს სემაშკის განცხდება, გერმანიის ხელისუფლების რბილ პოზიციაზე რუსეთის მიმართ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ლიტვის ელჩი კი დარწმუნებულია, რომ გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა შეცდომა.

“ამ კონფლიქტში რუსული მხარე არის აგრესორი. რუსეთი დაესხა თავს გემებს და არა პირიქით. ასე რომ, მე ვთვლი, გერმანიის ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას დიდ შეცდომად. ცალსახაა, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი” – აცხადებს BILD-თან ინტერვიუში დარიუს სემაშკი.

მისი თქმით, დროა ბერლინი მიხვდეს, რომ კრემლი დასავლეთში ეწევა ომს ხალხის აზროვნებისა და გულების დასაპყრობად.

“კრემლი ყოველთვის იყენებს და არგებს დასავლური კომპანიების ეკონომიკურ ინტერესებს საკუთარ ინტერესებს იმისათვის, რომ საკუთარი მსოფმხედველობის პროპაგანდა მოახდინოს, ცდილობს რა საკუთარი მესიჯებით შეაღწიოს ადამიანების თავებში” – აცხადებს ლიტვის ელჩი, რომელიც დარწმუნებულია, რომ გერმანულ საზოგადოებაში შექმნილი ძველმოდური აზროვნება რუსეთზე, როგორც პარტნიორ ქვეყანაზე, ილუზია და მცდარი შეხედულებაა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე გავრცელდა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ქერჩში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიტვის მხარე მოითხოვს ახალ, გამკაცრებულ სანქციებს კრემლის მიმართ, რადგან, როგორც ბალტიისპირელი დიპლომატები თვლიან, რუსეთი თავისი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ლიტვის უსაფრთხოებასაც.

 

 

სხვა ამბები

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

ქობულეთში, მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

newsadmin

“ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალებას ვაძლევთ პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..