aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქს ნერვის ანთება აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება, –  ამის შეახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ესაუბრა.

ექიმის  თქმით, პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს, რომელიც გასულ კვირას გამოუვლინდა. ექიმის განმარტებით, მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება.

„გაციებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, სახის სამწვერა ნერვის ანთება განვითარდა, რამაც სახეზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. მკურნალობა სახლის პირობებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მანამდე პატრიარქს კვირის დასაწყისში თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა სხვა რაიმე მიზეზი გამორიცხულიყო. ანალიზების შედეგები ძალიან კარგია“, – განაცხადა პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

იტვირთბა....