aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: უფლისადმი მადლიერების დღე დაწესდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ დაწესდა უფლისადმი მადლიერების დღე.

მადლიერების დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრში შესრულდება. მსვლელობა შაბათს, აღდგომის წინა დღეს დაიწყება.

“ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე”- თქვა პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით, პირველად, უფლისადმი მადლიერების დღე სვეტიცხოველში აღინიშნება.

იტვირთბა....