ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე: აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ მაესტროს მომდევნო იუბილესაც

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში ვერასდროს ვიფიქრებდი”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, იური ტემირკანოვი ​2008 წელსაც იყო ჩამოსული მის იუბილეზე და  მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა კონცერტს.

„ამდენი სიძულვილის დათესვა თუ შეიძლებოდა საქართველოში ვერასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ ის რაც დღეს ააგორეს, 2009 წელს უკვე გამოვიარე. ერის მოღალატედაც ვიყავი გამოცხადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად მოსკოვში გამართული საქველმოქმედო კონცერტის გამო. ამჯერად, მსოფლიოს უდიდესი მაესტროსა და ჩემი დიდი ხნის მეგობრის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით. აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები მისი მხარდაჭერის. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე და სხვათაშორის, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა კონცერტს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, არავის უთქვამს, რომ ტემირკანოვი და მისი ორკესტრი უკრავდა სააკაშვილისთვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთ დიდ ხელოვანებს, როგორიც იური ტემირკანოვია, ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულ პატივს სცემენ და მათ შორის ქვეყნის პირველი პირები. ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია. ვეღარაფრით გამაკვირვებს ვერც ერთი „დიდი პატრიოტი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან. მთელი ჩემი ცხოვრება როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ თავად შექმნან უკეთესი. და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა, სჯობს ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა“, – ვკითხულობთ პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ოპერის ქართველმა მომჭერალმა, პაატა ბურჭულაძემ იმღერა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

გვარამია – პაატა ბურჭულაძე კი არა, ჩემი შვილი არ მინდა პუტინის წინ “პაკლონის” მერე

სხვა ამბები

სერგეენკო: “სისხლის ბანკი” ცდილობს, უბედური შემთხვევა გამოიყენოს, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც კომერციულად გაყიდის

newsadmin

ლიეტუას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

newsadmin

Human Rights Watch – ადამიანის უფლებები საქართველოში 

newsadmin

“მთელი ქალაქი ბომბზე ზის, რაც დიდ დიღომში მოხდა მონაგონი იქნება” – ანზორ საკანდელია

newsadmin

Facebook-მა რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში ჩართული გვერდები წაშალა

newsadmin

„ლ ჯგუფის“ ადვოკატი – „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი მშენებლებზე გადატეხოს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა - გადაწყვეტილება პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მიიღო. 16 იანვარს, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა... ნახე სრულად..