ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებენ

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ლეიბორისრული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

მათი შეფასებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში.

“სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა:

პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება;

მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა;

მესამე: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”, “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „თავისუფალი დემოკრატებისა” და „შენების მოძრაობის” წევრებს. “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზად არიან, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კი მხარს არ უჭერენ.

სხვა ამბები

შალვა რამიშვილს თათია სამხარაძემ სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

newsadmin

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

“ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს”

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“პარლამენტში მივიწყებული ქუჩა დაბრუნდა, თავისი ლექსიკით, ქცევებით…”

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..