1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის- თავდაცვის, შსს-ს, პარლამენტის, პრეზიდენტის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა.
ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.