aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რუსეთმა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებაზე ქართულ მხარეს უარი უთხრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამმხრივი მოლაპარაკებები გალში დასრულდა. შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ძებნილი რაშიდ კანჯი-ოღლის არა გადმოცემის, არამედ დაკავების საკითხი დააყენა, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებმა კანჯი-ოღლის თემა არც განიხილეს, რუსული მხარე მიიჩნევს, რომ არსებული ბრალდება უსაფუძვლოა.

მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა ერთი თვის წინ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, 14:45 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა გალის რაიონის მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული გიგა ზურაბის ძე ოთხოზორია.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად, სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა

იტვირთბა....