aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ გვაბოლებთ”: პროკურატურასთან შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შვილმოკლული მამები და საზოგადოების ნაწილი პროკურატურასთან აქციას სახელწოდებით – “ნუ გვაბოლებთ” მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ცდილობს.

„რომ გვაბოლებენ ესენი, ხან ის მოიფიქრეს, ხან ის, ახლა ის თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადააო, კაი რა, ვის ჯერა, ნეტა, ჯერ დაბეგვეს, მერე თავის მოკვლა სცადა? თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე, ხელებზე რატომ ჰქონდა სიწითლეები. ამით ცდილობენ, რომ ჩემი შვილის თემა გადაფარონ და მალხაზ მაჩალიკაშვილის თემა გადაფარონ და გადაფარონ. როცა დაინიშნა ბატონი თადუმაძე, როცა შევხვდი, თქვა, რომ კაცურ სიტყვას გაძლევ, პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, ერთ-ორ კვირში შეგეხმიანებიო, დავჯდეთ და ვილაპარაკოთო, მას მერე რამდენი ხანი გავიდა. ესენი მართლა ჩინური პატენტები არიან, ესენი ადამიანები არ არიან,“- განაცხადა მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

 

იტვირთბა....