aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნერვების პრეპარატს იღებდა, შეიძლება, გული გაუსკდა – ზუზუ ბეჟაშვილის დედის პირველი კომენტარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. გვიანი რომ იყო ეტყობა მოვიდა ვიღაცა სახლში, – ამის შესახებ გარდაცვლილი მსახიობის ზუზუ ბეჟაშვილის დედამ “იბერიას” განუცხადა.

„რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვიღაცამ დაურეკა. რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. გავიგეთ, რომ ლიფტში… ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. გვიანი რომ იყო ეტყობა მოვიდა ვიღაცა სახლში. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვებისას”, – განაცხადა ციალა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გუშინ დოლიძის ქუჩაზე ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....