aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობისა და ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნები, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას 2018 წელს ჩატარებული არჩევნები მათი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ეშლება, როდესაც გაყალბება ხდებოდა.

დავით მათიკაშვილის თქმით, როგორ ჩაიარა არჩევნებმა ამაზე საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ, ხელისუფლება კი ცდილობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

„ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას რა იყო გაყალბება და როგორ იყო. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შესაბამისი შეფასებები, ვიცით დარღვევები, რომლებიც არსებობს და ეს არსებობდა 90–იანი წლებიდან ყველა არჩევნებთან მიმართებაში. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვართ ღია და გახსნილი იმისთვის, რომ თუკი რაიმე დარღვევა არსებობდა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია. „ნაციონალური მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსნენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავება დემოკრატიულ ღირებულებს და ხარისხს შორის. ნიკა მელიასგან როგორ შეიძლება რამე დაიჯეროს საზოგადოებამ, მგონია, რომ ტყულის და დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს ამ ძალისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....