aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა, რომ მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა იმაზე, რომ საქართველოს მომავლით შეიცვალოს წარსული,

„ ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ვითომ სკანდალური ბრიფინგი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში რა დავინახეთ? საზოგადოებას პირადობის მოწმობები გაყალბების მექანიზმად მიყიდეს, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა.

საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მოწმობები მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა, ან მათმა ოჯახებმა მედიასაშუალებებს ჩააბარეს ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციები არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას დროულად მართებს, არჩევნების შედეგი აღიაროს და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში.

„მათ შორის ნიკა მელია, რომელიც პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად კვარტალში ერთხელ მოდის. მათ სურთ, ჩრდილი იმ დემოკრატიულ მიღწევას მიაყენონ, როდესაც არჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტი ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზიდენტო მანდატს და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა“,- განაცხადა გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმაღთება.

იტვირთბა....