ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს აზერ სულეიმანოვს ბრალი წაარედგინა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალდება ძალადობის მუხლით წარედგინა.

რუსთავის რაიონულ პროკურატურაში სულეიმანოვი გამოკითხვაზე და ბრალის წარდგენის პროცედურაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას “1 ტვ” ავრცელებს.

აზერ სულეიმანოვი მისი მხრიდან ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავს.

„ეს არის პროკურატურის პოლიტიკის მორიგი თამაში ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები. მე არ ვარ დამნაშავე ადამიანი. დაკითხული ადამიანებიდან ყველა იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრები, ვითომ იყო ცმის ფაქტიო. მე არ მესმის ერთი რაღაც. ეს ადამიანი, რომელიც იყო რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის აქციაზე და ჰქონდა ჩართვა, ეს ადამიანი არის რამდენიმე წელი ოცნების ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი, მოვიდა და ჩემი თხოვნა იყო, თუ რატომ ლაპარაკობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მეტი არაფერი. გამოდის, რომ ოცნების შორის რაღაცა დაპირისპირება მოხდა და მე ვარ ახლა ორი ოცნების, ივანიშვილისა და აბაზოვის ადვოკატი პროკურატურაში. სულ ორი წუთი იყო ჩაიხანაში  და იქ იყო ოცნების რამდენიმე დეპუტატი და მხარდამჭერი, რამდენიმე ჩვენი მეგობრები. ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და წავიდა სახლში. ვიფიქრე წავიდა სახლში ოცნების აქტივისტებთან, მე რა შუაში ვარ. ეს არის ივანიშვილის პროკურატურის პოლიტიკური თამაში. ოცნება სერიოზულ კრიზისშია, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

აზერ სულეიმანოვის მიმართ პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

როგორც მარნეულის ინციდენტში დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა დღეს განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებაში ამბობს, რომ აზერ სულეიმანოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო თემურ აბაზოვი სექსუალური ძალადობით დაემუქრა.

ფოტო “1ტვ”

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..