aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის წევრების განცხადებით,  მმართველი გუნდი ხელისუფლების უზურპაციას, ამჯერად კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებით ცდილობს. მათი თქმით, ისინი ამის საწინააღმდეგოდ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და ხალხს მიაწვდიან რეალურ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას აპირებს.

„ისინი მიიღებენ ქვეყნისათვის მეტად ცუდ კონსტიტუციას. ჩვენი ამოცანაა, რომ ბოლომდე გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, ავუხილოთ ხალხს თვალი, კიდევ ერთხელ ვუთხრათ თუ რას აპირებენ და როგორ მოახდინეს მათ უზურპაცია ხელისუფლებისა, მათ შორის კონსტიტუციის გზით და რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტი იქნება გამოთქმული იმ ფორმით, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....