aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პაოლო ალი, დელეგატებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ესტუმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მათ ადგილზე არსებულ ვითარება გააცნეს. კერძოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლებაზე, მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გუშინაც იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს შეეძლოთ იმ რუსული სამხედრო ბაზის დანახვა, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ძალზედ სამწუხარო უწოდეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანი საგაზაფხულო სესია 26 მაისს გაიხსნა. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები ჩატარდება.

იტვირთბა....