აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნარკოტრანზიტი: ვის დასასჯელად დაიწყო ხელისუფლებამ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ბოლო დროს, საზოგადოებაში გამუდმებით იმაზე იყო საუბარი, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს აკავებდნენ და რეალიზატორებზე ხელის დაფარება მიზანიმართულად ხდებოდა. თუმცა, რამდენიმე თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ნარკორეალიზატორი დააკავა. ყველაზე სკანდალური დაკავება მსახიობ „ბახალას“ საქმე აღმოჩნდა, სადაც ე.წ. რეანომობილით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე ორგანიზებული დაჯგუფების წევრები დაიჭირეს.

ბოლო ორიკვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდაქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს. “დაკავებულთაგან ხუთი ნარკორეალიზატორი” -ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჭელიძის თქმით, დაკავებულთა შორის გერმანიის  და ყაზახეთის 1 მოქალაქეა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდევადით, ან უვადოთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, შინაგანსაქმეთასამინისტრო ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.

„სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა. დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა“, -განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2011 წელს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს შეეხება.
ანგარიშის ავტორები ვრცელქვეთავსუძღვნიან საქართველოს და პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის ერთ-ერთი დერეფანია, მიზეზად კი მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიები სახელდება. ერთ-ერთ საფრთხედ ანგარიშის ავტორები საქართველოსა და ირანს შორის გაფორმებულ გამარტივებულ სავიზორეჟიმსაც ასახელებენ.

„მეტრონომთან“ საუბარში, პოლიტოკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში ბოლო დროს ნარკოტიების აქტიური შემოდინება სწორედაც რომ ქვეყანაში არსებული შავი ხვრელის შედეგად ხდება, განსაკუთრებით კი ეს საფრთხეეები ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებიდან მოედინება, სადაც საქართველოს სპეცსამსახურების და პოლიციის კონტროლი ნაკლებად ხდება. ასევე ამის მიზეზად ისინი ირანთან გამარტივებულ სავიზორეჟიმს ასახელებენ. თუმცა, ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური თამაშის ელფერი აქვს, რასაც ხელისუფლება გარკვეული თემების გადასაფარად იყენებს.

„მეტრონომთან“ სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანა არ იყოს, გასაკვირიც იქნებოდა, რადგანაც ის გეოგრაფიულად საკმაოდ მომგებიან ადგილას მდებარეობს. მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიებია, საიდანაც ნარკოტიკით ვაჭრობა საქართველოს პოლიციის მხრიდან ნაკლებად კონტროლდება. თუმცა ცინცაძე ბოლო დღეებში ნარკორეალიზატორების დაკავებას პოლიტიკურ თამაშად აღიქვამს. მისი თქმით, ამ დაჯგუფების არსებობის შესახებ ისედაც დიდი ხანია ცნობილი იყო, თუმცა მის გასახმაურებლად ისინი კონკრეტულ დროს და სიტუაციას ელოდებოდნენ.

„წარმოუდგენელია ასე უცბად აღმოაჩინეს, რომ ამხელა ქსელი მოქმედებდა და ამის შესახებ ამდენი ხანია არავინ არაფერი იცოდა. ეს ძნელი დასაჯერებელია. აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, იქ სადაც დიდი ფულია, ბრძოლა ძალიან რთულია. პოლიციას ბრძოლა იარაღით და ნარკოტიკების ვაჭრობასთან დაკავშირებით ძალიან უჭირს.  ამაში გასააკვირი არც არაფერია.

სააკაშვილი მსგავს გადაფარვის პოლიტიკას კარგად იყენებდა. ეს უკვე სტანდარტული მეთოდი გახდა და გამოდის, რომ ახლანდელი ხელისუფლებაც ამ მეთოდს კარგად იყენებს. „ბახალასთვის“ ნარკოტიკის ჩადების საკითხმა პიკსაც ვერ მიაღწია და სადღაცას გაჩერდა. ახლა ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების დაკავება დაიწყო და საზოგადოების ყურადღება იქით გადავიდა. სამი დღის წინ ვუყურებ ტელევიზორს და დაანონსდა, რომ შსს-ში სასწრაფო ბრიფინგი ჩაინიშნა. გამოდის წარმოსადეგი ახალგაზრდა და ყვება იმ ამბავს, რაზეც ყველამ ყველაფერი უკვე ვიცით, თუმცა მანამდე საზოგადოების ყურადღების მობილიზება მოხდა. ვნახეთ ასევე, რომ ირაკლი ქორიძის ამნისტიით გათავისუფლება საქართველოს პრეზიდეტს დააბრალეს. ყველა საქმეში რაღაც ხეირის ნახვას ცდილობს“,-აცხადებს „მეტრონომთან“ ცინცაძე.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობოები ნარკოტიკის ჩადებასთან დაკავშირებით ხმამაღლა ყვიროდნენ, დღეს უკვე რადგანაც ახალი თემა შსს-მ შემოაგდო, გაჩუმდნენ და ხმასაც ვეღარ იღებენ. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტრარგუმენტებით აჯობა და საზოგადოების დარწმუნება მათ უფრო მოახერხეს.

ანალიტიკოსი პაატა დავითაია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ნარკორეალიზატორების დაკავება ორ საკითხად შეიძლება გავყოთ. მისი თქმით, პირველი ის არის, რომ ყველა პოლიციელს ევალება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკომოვაჭრეები დააკავოს და მათ ებრძოლოს. დავითაია ამბობს, რომ პოლიციელისთვის მნიშვნელობა არა აქვს ამ თემას ვინ რაში გამოიყენებს, მისი მთავარი მოვალეობა დანაშაულის აღკვეთაა. ხოლო დავითაიას თქმით, როგორც ყოფილი სამართალდამცავი, კარგად იცის, რომ ვერცერთი ნარკომოვაჭრე თავისუფალი ვერ იქნება თუ მას მფარველი არ ჰყავს. მსგავსი პრობლემა ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა. ამიტომაც ნარკოტიკების მოვაჭრეების ერთ დღეში მოსპობა შეიძლება.

„თუ დააკვირდებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნარკოტიკების თემაზე საუბარი გააქტიურდა. ოღონდ მომრავლდა რა გაგებით, ერთი ნარკოტიკი მეორე ნარკოტიკით ჩანაცვლდა. ერთს ვკრძალავთ, ხოლო მეორე სახეობას ბრძოლას ვუცხადებთ. მაგალითად ნარკოტიკი „კრაკადილი“ აღარ არის აკრძალული, თუმცა რაღაც სხვა ქიმიური ნარკოტიკები გამოჩდნენ. არსებობდა ეჭვები და ადრე ინტერპოლსაც ვუწევდი კონსულტაციას, რომ საქართველო ნარკოტრეფიკის ტრანზიტი ქვეყანაა.

ახლა,ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ამ ხალხს ვიღაცამ ბრძოლა გამოუცხადა, ხოლო ამ ბრძოლას როგორ გამოიყენებს რთული სათქმელია. ბოლომდე მიიყვანს ხელისუფლება ამ საქმეს, თუ ჩავარდება? ვიღაცა ამას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს თუ არა? გავა დრო და ყველაფერს გავიგებთ. ასევე საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა იმაზე, რომ ნარკორეალიზატორებს თავის დროზე, მღებრიშვილი მფარველობდა. არც ისაა გამორიცხული, რომ მის დასასჯელად ამ თემას ვინმე იყენებდეს“,-აცხადებს პაატა დავითაია „მეტრონომთან“.

„მეტრონომი“ შეეცადა პაატა დავითაიას განცხადების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებას და გამოთქმულ მოსაზრებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განგვიცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..