aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, დაახლოებით ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო მექანიზმები შეიქმნას და გადარწმუნების კომისიები ჩამოყალიბდეს. თუმცა, ვიდრე კანონი სრულად ამოქმედდება, გარდამავალი მუხლის სახით იმუშავებს რეგულაცია და 273 მუხლით გათვალისწინებული სასჯელი არსებული ფორმით არ შენარჩუნდება.

აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტის მთავარი არსია ნარკომომხმარებლების მიმართ არასაპატიმრო სასჯელების დაწესება.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ნარკოტიკის ქონის ოდენობის განსაზღვრაზე იმსჯელეს: რა ოდენობის ნარკოტიკი შეიძლება ჩაითვალოს პირად მოხმარებად, თუმცა შეხვედრის მონაწილეები ჯერჯერობით კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ. საკომიტეტო განხილვაში ქვეყნის სერტიფიცირებული ნარკოლოგებიც მონაწილეობდნენ და დოზების დადგენისას კანონმდებლები მათ მოსაზრებებსაც გაიზიარებენ.

26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება.

29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

იტვირთბა....