aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან

 

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელე მოთხოვნა.

 

მოსარჩელე მხარე ითხოვდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვათ ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე:

”ძალზე სამწუხაროა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ აღმოჩნდა მზად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის დასკვნა, არასამთავრობოების დასკვნა. ბუნებრივია გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილებას და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სასამართლოებში ვერ მივაღწიეთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, მივმართავთ ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს”- აღნიშნა ოჯახის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

 

ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკური ხასიათისაა:

”როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო არ არის ჯერ მზად იმისთვის, რომ ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება”- აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....