ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

“ავიღე იარაღი და ვესროლე”: რას ჰყვება მოწმე ტორიაშვილის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დაკავებულია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ასევე დაკავებულია 5 ადამიანი.

მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

როგორც ირკვევა, მკვლელობა ნაქირავებ ბინაში მოხდა. სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ მკვლელობის თვითხილველი პირები, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან. თუმცა ყველა მათგანი დაკითხულია. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, “ისინი ამბობენ, ქისტაური მოკვლით დაგვემუქრა, თუ რამეს ვიტყოდითო”.

გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ერთ-ერთი მოწმე ამბობს: “ნიკა ქისტაურმა მით­ხრა, დათო იმიტომ­ მოვკალი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო. გავბრაზდი და გავაფრთხილე, არ გაებედა და მეორედ მსგავსი სიტყვები არ ეთქვა ჩემთვის, თორემ ვესროდი, რადგან მე ქუჩური­ ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა. ამის მერე ისევ გამიმეორა, არ ხარ კაი ბიჭიო… ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერი”.

შეგახსენებთ, 2017 წლის 29 დეკემბერს გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მტკვარში გადააგდეს.

სხვა ამბები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

newsadmin

მელია – ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ვარსიმაშვილი დანით ყავს დაჭრილი

newsadmin

მელია – 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმა არ მაქვს მიცემული

newsadmin

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

newsadmin

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

newsadmin

“ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

newsadmin

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

newsadmin

ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს- ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

newsadmin

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..