ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამარცხვინო ლაქა: „მოსამართლემ ჩვენ, ყველა ქალს დაგვცინა…“

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

 

გუშინ სორაიას ჩაქოლვას ვუყურე და დღეს ამის შესახებ ახლობელთან აღვნიშნე. “ნანახი მაქვს, ძალიან განვიცადე”, – მითხრა აღელვებულმა. ჩვენ, ყველა, პატარა სორაიები, უუფლებო ქალები ვართ, – ვუპასუხე ერთგვარი ინდიფერენტულობით. არა, როგორ? კიდევ კარგი საქართველოში დავიბადეთ….მივხვდი, რომ მინის კედლის იქით იდგა… აზრი არ ჰქონდა საუბრის გაგრძელებას. ფიქრებში წავედი და გამახსენდა სუფრაჟისტებზე ფილმის ყურებისას ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ქალის ჩაგვრამ ფორმა იცვალა და ის ყველაფერი ახლა უფრო სახეცვლილი, ცივილური ფორმით მიმდინარეობს. It’s a man’s world… ავღიღინდი გულში…

ქალთა დისკრიმინაციაზე სასაუაბროდ, არ მოგვიწევს შორეული წარსულის გახსენება. 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალებმა მოიპოვეს თანასწორი უფლებები და დავიწყებას მიეცა თითქოს ის დრო, როდესაც ქალს არ ჰქონდა უფლება საარჩევნოდ ხმის მიცემის, მუშაობის, განათლების, ქონების ფლობისა, თუ საკუთარი შვილების მეურვეობის. სიღრმისეული ცვლილებები გატარდა ქალთა უფლებების მიმართულებით და დღეს, როდესაც უამრავი ქალი ლიდერი გვევლინება ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ბევრი ფიქრობს, რომ სექსიზმი ფემინიზმის მითია და დაჩაგრული ქალები რეალურად აღარ არსებობენ.

და მაინც, დღესდღეობით, მილიონობით ქალი აგრძელებს ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად… სქესთა შორის თანასწორობისაკენ მიმავალი გზა კი საკმაოდ მრუდე და ეკლიანი აღმოჩნდა ბევრისათვის. „გადაწყვეტილება არის მხოლოდ კაცებისთვის“ – ჩამესმა ერთ-ერთი უფლებადამცველის ხმა და გამახსენდა ბაია დავითაიას და თემურ უგულავას სასამართლო პროცესი. ქალთა მიმართ ისტორიულად ჩამოყალიბებულმა სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ საკუთარი ასახვა ჰპოვა ქართულ სასამართლოშიც. არა, ამას ნამდვილად არ ველოდი. ქართულ, რეფორმირებულ სასამართლოს, 50 წლისწინანდელი მენტალიტეტით ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კორუფციული გარიგება, კანონდარღვევა, ქალებისადმი ქვეცნობიერი სიძულვილი, მათთვის თვალში ასე მოურიდებლად ნაცრის შეყრა… რაც არ უნდა იყოს, ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოსამართლემ ჩვენ, ყველა ქალს დაგვცინა, ვფიქრობდი გულში. მან ღიად და მოურიდებლად გვითხრა ის, რომ კაცს უფლება აქვს მოიყვანოს სამი, ხუთი და თუნდაც 7 ცოლი ისე, რომ მათდამი არანაირი მორალური და კანონიერი პასუხისმგებლობა არ იგრძნოს. ნუ მოითხოვთ იმას, რაც კანონიერია, დასჯერდით იმას, რასაც მოგიგდებენ. უნდოდით? – გამოგიყენეს, აღარ ჭირდებით და უპრობლემოდ გადაგაგდეს, განგვიცხადა გიორგი ებანოიძემ ქალებს. ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, განმტკიცებული ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით, კანონმდებლობა, რომელსაც თავად სასამართლო არღვევს და არგუმენტები, რომლის გაჟღერებაც ყველაზე სამარცხვინო იქნებოდა ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში.

სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება… ვფიქრობ ჩემთვის და პარალელურად იმედს ვიტოვებ, რომ მსგავს იურიდიულ კაზუისტიკას ზემდგომ ინსტანციაში ადგილი არ ექნება და ბაია  დავითაია პროცესს მოიგებს. ეს ყველა ქალის ბრძოლაა. ეს გზავნილია ქალებთან იმაზე, უნდა გვქონდეს თუ არა კანონის, სამართლისა და თანასწორობის იმედი. უნდა ვიცოდეთ, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს შვილების სასარგებლოდ თუ დავაყენებთ, ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში ხომ არ აღმოვჩნდებით?

მარიამ ტფილელი

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..