aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას სინოპტიკოსები ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

“ჰაერის ტემპერატურა 23 – 24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3 – 4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე დაფიქსირდება”- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის ფაქტებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავრი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი ამბობს, რომ საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს, ვინაიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც მსგავსი ამინდები იყო.

იტვირთბა....