aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

მოროშკინა – უზნეო ფარულ-დადგმულ-მიჭრილ-მოჭრილი ვაკჰანალიის შემდეგ მირზამ რომ თავი მოიკლას, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას??

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გუშინ “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

“ალო, “რუსთავი2”, მე არ უნდა მომმართოთ კომენტარზე, ჩემით რომ ხსნით 9 საათიანს???? ესე იგი, მე ვყოფილვარ რუხი კარდინალი და კატეგორიულად მოვითხოვ ბიძინასთან “ტეტ ა ტეტ” შეხვედრის ჩანაწერის გასაჯაროებასაც, თორემ მხოლოდ კალაძე და კახიშვილი რას მიქვია…

P.S.კიდევ კარგი პუანტების შენახვა მოვასწარი. ისე ამ უზნეო ფარულ-დადგმულ-მიჭრილ-მოჭრილი ვაკჰანალიის შემდეგ მირზამ რომ თავი მოიკლას, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას??”, – წერს მოროშკინა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოფაილში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ლალი მოროშკინასა და კახისვილის საუბარსაც ახსენებს.

დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი”, – ნათქვამია ჩანაწერში.

იტვირთბა....