aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა კავშირშია ორი თვის წინ მომხდარი ავტოავარია თემქაზე მოკლულ გოგონასთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობა რამდენიმე თვის წინ მომხდარ ავტროავარიას უკავშირდება ტყუილია. ამის შესახებ  ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავარიისას შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა და ამ ფატზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეუულობა არ გამოკვეთილა.

„ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ ლადო გრიგალაშვილს, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ავტომობილი დაეჯახა, სადაც მძღოლის ბებია იჯდა, რომელიც ამ ავარიის შედეგად, გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის დამნაშავე არ ყოფილა. შესაბამისად ეს საქმე გოგონას მკვლელობას ვერანაირ კავშირში ვერ იქნება.  მაშინ ლადო გრიგალაშვილის ბრალეულობა არ დაადასტურა და მომხდარი შემთხვევა ადმინისტრაციულად გაფორმდა. აღნიშნულ ავარიას გოგონას მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – ამბობს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება დღეს, 15.00 საათზე წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული იპოვეს.

დღის ბოლოს შსს-მ გარდაცვლილი გოგონას ყოფილი შეყვარებული დააკავა. შსს -ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....