ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

საზარელი მკვლელობა აბაშაში: მამაკაცი დაბმული და სასტიკად ნაწამები იპოვეს (ვიდეო)

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საზარელი მკვლელობა აბაშაში. რამდენიმე დღით გაუჩინარებული 48 წლის რამინ საჯაიას ცხედარი მეზობლებმა საკუთარ სახლში, წებოვანი ლენტით დაბმული და სასტიკად ნაწამები იპოვეს. ოთახს ბრძოლის კვალიც ეტყობა და ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია.

რამინ საჯაია მეუღლესთან გაშორებული იყო და თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა. მეზობლებს და ოჯახის წევრებს მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირთ. თუმცა, ძარცვა, შურისძიება და ოჯახური კონფლიქტი, მთავარი ვერსიებია, რომლებზეც ისინი საუბრობენ.

გარდაცვლილის ნათესავები და სოფლის მოსახლეობა, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვს, ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელში ყაჩაღური თავდასხმები ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა და საზარელი დანაშაულის მიზეზი, დაუსჯელობის სინდრომი გახდა.

სოფელ ნორიოში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ადგილობრივი პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია. სამართალდამცველები, გარდაცვლილის მეზობლებს და ნათესავებს კითხავენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ემა გოგოხია

სხვა ამბები

ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ხვდება 

newsadmin

ვარკეთილში “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

newsadmin

“16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას ჩავატარებთ”

newsadmin

გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი (LIVE)

newsadmin

“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ, 5 წლის შემდეგ წაიშლება”

newsadmin

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..