aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი დღეს ორი ქალაქის მერთან ერთად კიევში მორიგ განცხადებას გააკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველსო მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, დღეს კიევში მორიგ განცხადებას გააკეთებს. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის “ ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ქალაქ გლუხოვის მერთან ერთად ჩავა.

პარტიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მინისტრთა კაბინეტის შენობასთან სიტყვით, ადგილობრივი დროით 10 საათზე გამოვა.  საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამჟამად ჩერკასში იმყოფება.

ქალაქში გამართულ შეხვედრებსა და საზღვრის გადაკვეთის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესზე მან ტელეკომპანია„NEWS ONE” -ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. გადაცემაში სტუმრად ქალაქ ჩერკასისა და გლუხოვის მერებიც იყვნენ.

“ჩერკასში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან გაიმართა შეხვედრები. იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახლა თუ არ გავერთიანდით თუ არ დავასრულეთ ხელისუფლების თავგასულობა თუ არ გავესაუბრეთ მოსახლეობას და მათი მკაფიო მოთხოვნები არ გადავეცით კიევს, ჩვენ არ გვექნება შემდეგი არჩევნები. ზოგიერთ ჩვენგანს მოქალაქეობას წაართმევენ, ზოგიერთს ქვეყნიდან გააძევებენ, თანამდებობიდან გადააყენებენ ან უბრალოდ შანტაჟს მოუწყობენ. ჩემთან ერთად იმყოფებიან ქლაქ გლუხოვის და ჩერკასის მერები ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი საპასპორტო კონტროლის გვერდით ავლით გადალახა, რაშიც მას მისი მხარდამჭერები დაეხმარნენ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყანაში არშეშვების შესახებ, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის მომხრეებთან ერთად საზღვართან გააპროტესტა.

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და  ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე  მოსამართლემ  ჯარიმის სახით 3400 გივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.  მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

იტვირთბა....