მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე სამი წლით შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ სააკაკშვილის პარტიას “ახალ ძალთა მოძრაობას” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აცნობეს.
სააკაშვილის ადვოკატების განმარტებით, გადაწყვეტილება უკანონოა და მის გასაჩივრებას უახლოეს მომავალში გეგმავენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კი უკრაინაში დაბრუნებას გაცილებით ადრე გეგმავს.