aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მილიონზე მეტი დღემდე გადაუხდელი ვალი და კულტურის მინისტრის სახლში დარეგისტრირებული კომპანია

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც საია-ს წევრმა სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეხება სახელმწიფოსა და შპს “ინტერნეიშენალ ივენთს” შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, “ინტერნეიშენალ ივენთს” თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით გადაეცა.

როგორც სალაძემ განმარტა, შპს “ინტერნეიშენალ ივენთის” მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ.

კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს, სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 700 000 ლარზე მეტი იყო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ის დღეისთვის 1 245 000 ლარამდეა გაზრდილი. კომპანიის იურიდიულ მისამართად მიხეილ გიორგაძის ბინაა აღნიშნული.

“2011 წლიდან მოყოლებული, კომპანიას ფილარმონიის სარგებლობისთვის იჯარის ქირა არ გადაუხდია” – აცხადებს საიას იურისტი სულხან სალაძე.

იურისტი დასძენს, რომ ფილარმონიაში მხოლოდ 2016 წლის პირველ 6 თვეში 72 ღონისძიება ჩატარდა, საიდანაც კომპანიას, მისი თქმით 800 000 ლარამდე უნდა მიეღო, თუმცა საიას ცნობით, ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არაა გადახდილი.

საიას თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს ხელშეკრულება და კომპანიამ International Event სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება უნდა დაფაროს.

იტვირთბა....